კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსმა სამართალდამცავებმა 11 წლის ქართველი ტყვე გაათავისუფლეს

25 ნოემბერი, 2005

ოსმა სამართალდამცავებმა 11 წლის ქართველი ტყვე გაათავისუფლეს

სამი თვის წინ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელ ნულიდან გატაცებული 11 წლის გენო პეტრიაშვილი გათავისუფლებულია.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბავშის გასათავისუფლებლად სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა საქართველოს საზღვართან მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს.

"25 ნოემბერს, გამთენიისას‚ 4:10 საათზე, 11 წლის გენადი პეტრიაშვილის გათავისუფლების სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაცია ორი დღის მანძილზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ რესპუბლიკასთან მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიაზე ტარდებოდა. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია‚"- აცხადებს სეპარატისტული ცხინვალის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.

ოსური მხარე გენადი პეტრიაშვილის გათავისუფლების დეტალებს ჯერჯერობით არ ახმიანებს.

როგორც შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის მეთაურმა პაატა ბედიანაშვილმა განაცხადა‚ ოსური მხარე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და გენადი პეტრიაშვილი სეპარატისული ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გათავისუფლდა.

"ბავშვი თავად ცხინვალის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და დაკავებული პირებიც ოსები არიან‚" - აცხადებს პაატა ბედიანაშვილი.

ბავშვი უკვე გორში, მშობლებთან იმყოფება.

ახალი ამბები