კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები 14-ლარიანი დამხარების დაგვიანებას აპროტესტებენ

28 ნოემბერი, 2005

დევნილები 14-ლარიანი დამხარების დაგვიანებას აპროტესტებენ

თბილისი.28.11.05.მედიანიუსი. დღეს თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე „სახალხო ბანკის“ შენობასთან აფხაზეთიდან დევნილები შეიკრიბნენ. ისინი ყოველთვიურ 14-ლარიანი დამხარების დროულად გაცემას მოითხოვდნენ.

დევნილები აცხადებენ, რომ მათ დახმარება 20 ნოემბერს უნდა მიეღოთ, თუმცა თანხა ჯერაც არ აუღიათ.

როგორც „მედიანიუსს“ „სახალხო ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბანკის ანგარიშზე თანხა ამ დრომდე არ ჩაურიცხავს.

„თანხა ბანკის ანგარიშზე დღეს დაირიცხება. დევნილები დახმარების მიღებას ხვალ და ზეგ შეძლებენ“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საფინანსო სამმართველოს უფროსის მოადგილემ პართენ ყურუამ.

ახალი ამბები