კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ოთხ ტელეკომპანიას უჩივიან

1 დეკემბერი, 2005

საზოგადოებრივი ორგანიზაციები  ოთხ   ტელეკომპანიას  უჩივიან

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 9 დეკემბერს სამი საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადების ზეპირ განხილვას  დაიწყებს, რომელშიც ოთხი ქართული ტელეკომპანია  ,,მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევაშია დადანაშაულებული.
როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, მომჩივან ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანიები ,,მზე“, ,,იმედი“, ,,რუსთავი-2“ და ,,თბილისი“ ეთერში უშვებენ ისეთ პროდუქციას, რომელიც მოზარდებზე მავნე ზეგავლენას ახდენს.

საუბარია ტელეკომპანია ,,იმედის“ საავტორო გადაცემა ,,დროების“ ანონსზე, სადაც ნარკოტიკების მოხმარება ჩანს, ,,რუსთავი-2“-ის რეალითი შოუ ,,ჯეობარზე“ , სერიალზე ,,სერიული მკვლელობები“, ფილმების - ,,წარღვნის მოლოდინში“, ,,როცა თავი ღმერთი გგონია“  ანონსებზე, ასევე ,,მზის“ მიერ გაშვებულ ფილმებზე -  ,,ვნებათაღელვა“ და ,,შენ სულელი ხარ“.

ტელეკომპანია ,,თბილისი“ ( რუსეთის ОРТ-ს გადაცემების რეტრანსლაციას ახდენს)  მორბენალ სტრიქონში „ინტიმური“ ტელეფონების  ნომრებს უშვებს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განცხადების  განხილვას  16 დეკემბერს დაასრულებს.
განხილვის დროს წარმოდგენილი უნდა იყოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის დასკვნაც.

განცხადების ავტორები არიან ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“, ,,წმ. მეფე დავით აღმაშენებლისა კავშირი “  და ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირი“.

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენლის  ავთანდილ უნგიაძის განცხადებით, კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, ასევე შემოსავლების 3 პროცენტის დაქვითვა, ან  ლიცენზიის შეჩერება.
მან არ გამორიცხა, ასევე სასამართლოში სარჩელის შეტანაც.       
მართლმამდიდებელ მშობელთა კავშირმა გასულ კვირას რამდენჯერმე გამართა საროტესტო აქცია „რუსთავი-2“-ის ოფისის წინ ,,ჯეობარის“ აკრძალვის მოთხოვნით.
მათ მიაჩნიათ, რომ რეალითი შოუში, რომელიც ოქტომბრიდან გადის ეთერში, ინტიმური სცენებია.
 

media.ge

ახალი ამბები