კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტ თამაზ ბაკურიძის ადვოკატი აჭარის უმაღლეს სასამართლოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

1 დეკემბერი, 2005

ჟურნალისტ თამაზ ბაკურიძის ადვოკატი აჭარის უმაღლეს სასამართლოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

თამაზ ბაკურიძის ადვოკატის ნინო კიკალიშვილის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21 ივნისის განაჩენი, რომლითაც ჟურნალისტს 6 წლით და 6 თვით თვისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, აჭარის უმაღლეს სასამართლოს სააპელაციო პალატაში მიმდინარე წლის ივლისში გაასაჩივრეს.

ადვოკატის თქმით, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიმდინარე წლის 1 სექტემბრისთვის მაინც უნდა განეხილა, თუმცა პროცესი დღემდე არ დანიშნულა. საქმის განხილვის გაჭიანურებით კი უხეშად ირღვევა მოქმედი კანონმდებლობა.
სააპელაციო სარჩელით, დაცვის მხარე ბაკურიძის განაჩენის გაუქმებას და ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, რადგან კიკალაშვილის მტკიცებით, ბაკურიძის ბრალეულობა არც ერთ ეპიზოდში არ დადასტურდა. აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი და სახელმწიფო ტელეკომპანია ”აჭარას” ყოფილი გენდირექტორი თამაზ ბაკურიძე გასული წლის აგვისტოში დააკავეს. იგი თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით გაასამართლეს.

media.ge

ახალი ამბები