კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის რწმუნებულმა ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს ცხვირი გაუტეხა

3 დეკემბერი, 2005

პრეზიდენტის რწმუნებულმა ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს ცხვირი გაუტეხა

ქუთაისის ტელეკომპანია „რიონის“ სტუდიაში ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილსა და იმერეთის გუბერნატორ აკაკი ბობოხიძეს შორის პირდაპირი ეთერში მიმდინარე დებატებისას წარმოშობილი სიტყვიერი ურთიერთშეურაცხყოფა, მოგვიანებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინცინდენტი 1 დეკემბერას მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, ტელეკომპანიის შენობაშივე მომხდარი ჩხუბის დროს გუბერნატოირმა ჟურნალისტს ცხვირი გაუტეხა. ტელეკომპანია „რიონის“ ხელმძღვანელის თამილა ღვინიანიძის ცნობით, დებატების თემა სიტყვის თავისუფლება იყო, თუმცა, გადაცემა ჩაიშალა რადგან, ჟურნალისტის განცხადებებით შეურაცხყოფილმა გუბერნატორმა სტუდია დატოვა. ტელედებატების დროს ირაკლი იმნაიშვილმა ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში აკაკი ბობოხიძემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. ამის შესახებ ბობოხიძემ სახელმწიფო კანცელარიაში, 2 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, მისი გადაწყვეტილება გამოწვეულია 1 დეკემბერს ქუთაისის ტელეკომპანია "რიონის" შენობაში მომხდარი ინციდენტით, როცა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მწვავე დებატების შემდეგ, მასსა და ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს შორის ჩხუბი მოხდა.

ბობოხიძის თქმით, მან „ორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.პირველი, როცა დაიცვა საკუთარი და ოჯახის პატივი და მეორე, როცა დაკავებული თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა“.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, რწმუნებულებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, დააკმაყოფილა თუ არა პრეზიდენტმა ბობოხიძის გადადგომის თხოვნა. იმნაიშვილს თბილისის ტელეკომპანია „მზის“ არხზე თოქ-შოუ „არჩევანის ზღავრზე“ მიჰყავდა. რამდენიმე თვის წინ გადაცემა დახურეს, რაც, ზოგიერთი მიმოხილველის აზრით, ხელისუფლების ზეწოლით მოხდა.

media.ge

ახალი ამბები