კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბელა სარია: გლდანის ბავშვთა საადაპტაციო ცენტრი არაეფექტურად მუშაობს

5 დეკემბერი, 2005

ბელა სარია: გლდანის ბავშვთა საადაპტაციო ცენტრი არაეფექტურად მუშაობს

თბილისი.04.12.05.მედიანიუსი. თბილისის მერიის განათლების სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელობამ გლდანის ბავშვთა საადაპტაციო ცენტრის არაეფექტურად მიიჩნევს.

როგორც „მედიანიუსს“ ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრის უფროსმა ბელა სარიამ განუცხადა, გლდანის ბავშვთა სახლისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად იხარჯება.

„გლდანის ბავშვთა სადაპტაციო ცენტრი განსაკუთრებული მიზნით შეიქმნა. ის მობილური, მოქმედი და ეფექტიანი დაწესებულება უნდა ყოფილიყო, რომელიც მზრუნველობამოკლებული  და გზას აცდენილ მცირეწლოვანებს გზაზე დააყენებდა, ეს დაწესებულება დაკისრებულ  მოვალეობას თავს ვერ ართმევს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 70 ბავშვზე გათვლილ თავშესაფარში 24 ბავშვი იმყოფება“, - განუცხადა „ მედიანიუსს“ ბელა სარიამ.

მისივე განცხადებით, თავშესაფრის ხელმძღვანელობას ბავშვების დღის რეჟიმი და სადაპტაციო-სარეაბილიტაციო პროგრამაც კი არ შეუმუშავებიათ.

 

ახალი ამბები