კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიაჯგუფმა კახეთში ჟურნალისტებზე ზემოქმედების ფაქტების გამოძიება დაიწყო

6 დეკემბერი, 2005

მედიაჯგუფმა კახეთში ჟურნალისტებზე ზემოქმედების ფაქტების გამოძიება დაიწყო

გურჯაანი.05.12.05.მედიანიუსი. კახეთის რეგიონულმა გაზეთებმა „სპექტორმა“ და „კახეთის ხმამ“ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება დაიწყეს. ამ პროცესში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მედია საშუალებას შეუძლია.
გამოძიების მიზანია კახეთში ერთი წლის მანძილზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მორალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების გამოვლენა. „კახეთის ხმა“ და „სპექტრი“ მოითხოვენ, მედიაზე ზეწოლის ფაქტებს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვეს.

„ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი მოითხოვს ყველა ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც აღნიშნულ ფაქტებს უკავშირდება. ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ მედიაჯგუფთან სიმართლის დასადგენად, რათა საბოლოოდ გაირკვეს, ვის ინტერესებში შედის დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებული ზეწოლა“,-ნათქვამია „კახეთის ხმის“ და „სპექტრის“ ერთობლივ მიმართვაში.

ეს მიმართვა მათ ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო რექტორის და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს გაუგზავნეს.

ამ საკითხზე ერთობლივი პრესაქცია, სახელწოდებით „გაზეთი ტექსტის გარეშე“, „სპექტრმა“ და კახეთის ხმამ“ გურჯაანში დღეს გამართეს. აქციაზე მათ მხარდაჭერა საქართველოს ახალგაზრდათა იურისტთა ასოციაციის კახეთის ფილიალმა გამოუცხადა.

ახალი ამბები