კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსურმა მხარემ ქართველი პოლიციელები და რიგითი მოქალაქეები გაიტაცა

7 დეკემბერი, 2005

ოსურმა მხარემ ქართველი პოლიციელები და რიგითი მოქალაქეები გაიტაცა

თბილისი.06.12.05.მედიანიუსი. სეპარატისტული ცხინვალის მილიციამ ცხრა ქართველი გაიტაცა. მათგან სამი პოლიციელია.

როგორც "მედიანიუსს" შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის პრესსამსახურში განუცხადეს, გატაცებული არიან ერედვის განყოფილების თანამშრომლები თამაზ ჩიფჩაური, კობა ტერაშვილი და რაჟდენ კაპანაძე. ისინი სოფელ კოხათიდან გაიტაცეს და ამჟამად დმენისის ოსური მილიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

პოლიციელების გარდა, გატაცებულია ერედვის ხუთი მცხოვრები. მათ გარდა, ქალაქ ცხინვალის მილიციის განყოფილებაში კონფლიქტის ზონიდან გატაცებული კიდევ ერთი ქართველი იმყოფება.

ქართველების გატაცების შემდეგ, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეს შალვა ტრამაკიძეს რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა და ოსი სეპარატისტების შინაგან საქმეთა მინისტრი მიხაილ მინძაევი დაუკავშირდნენ, თუმცა გატაცების მოტივისა და მოთხოვნების შესახებ ოსურ მხარეს არაფერი უთქვამს.

სამხარეო პოლიციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კავშირზე ერთხელ გამოსვლის შემდეგ რუსმა მშვიდობისმყოფელებმა და მინძაევმა მობილური ტელეფონები გათიშეს და ამიტომ ქართველების გატაცების მოტივი ისევ ბურუსით არის მოცული. თუმცა "მედიანიუსს" ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა განუცხადა, რომ ცხრა ქართველის გატაცება 5 დეკემბერს ქართული სამართალდამცველების მიერ ცხინვალსა და ერგნეთს შორის, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ არცევში სეპარატისტების მილიციის თანამშრომლის ვიაჩესლავ გუძიევის დაკავებას უკავშირდება.

გუძიევი მილიციის განყოფილების უფროსის მოადგილეა და მას ქართველი მხარე ყალბი დოლარებით ვაჭრობაში ადანაშაულებს.

 

ახალი ამბები