კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის მიმართვა ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

8 დეკემბერი, 2005

მედიის მიმართვა ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ამა წლის 5-6 დეკემბერს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ჩაქვში გამართულ კონფერენციაზე - “საუბარი ქართულ მედიაზე” განხილული იყო დღევანდელ მედია სივრცეში არსებული მდგომარეობა.

კონფერენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგნდა მიმართვა, რომელიც კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს იმერეთის რეგიონში პრეზიდეტის ყოფილ რწმუნებულის აკაკი ბობოხიძესა და ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს, რომელზეც 28 ხელმოწერაა კონფერენციის მონაწილე ჟურნალისტებისა თუ სტუდენტების მხრიდან.

მიმართვა

საქართველოს ხელისუფლებას,
ქართულ მედიას,
საზოგადოებას,
საერთაშორისო ორგანიზაციებს,
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს,

იმერეთში ყოფილ რწმუნებულ აკაკი ბობოხიძესა და ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს შორის მომხდარი ინციდენტისა და ამ ამბის შეფასების თაობაზე ვაცხადებთ შემდეგს:

ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია და, მით უმეტეს, როდესაც ის მიმართულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

შემაშფოთებელია ის შეფასება, რაც ამ ინციდენტს მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც მან მოძალადე, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე ღირსეულ პიროვნებად გამოაცხადა.

საჯარო პირის მიერ კანონის დარღვევა ინტერპრეტირებულ იქნა, როგორც ღირსების დაცვა.

მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი ვალდებულება კანონისა და საზოგადოების წინაშე და სამართლებრივი შეფასება მისცეს ყოველი რწმუნებულის ქმედებას.

ახალი ამბები