კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატიმრო დაწესებულებებთან მონიტორინგის კომისიები შეიქმნა

9 დეკემბერი, 2005

საპატიმრო დაწესებულებებთან მონიტორინგის კომისიები შეიქმნა

თბილისი.08.12.05.მედიანიუსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის კონსტანტინე კემულარიას ბრძანებით, დამტკიცდა საზოგადოებრივი კონტროლის მუდმივმომქმედი კომისიის დებულება, რომლის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებში საზოგადოებრივ კონტროლის განახორციელებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ დებულება “პატიმრობის შესახებ” კანონის მოთხოვნებს ეყრდნობა.

კომისიის წარმომადგენლები მონიტორინგის განხორციელების პარალელურად, დაწესებულების ადმინისტრაციას სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სოციალური საკითხის გადაწყვეტაში დაეხმარებიან.

მონიტორინგის კომისია თითოეულ დაწესებულებასთან შეიქმნა. კომისიის წევრთა მინიმალური რაოდენობა ხუთია, ხოლო მაქსიმალური ზღვარი დადგენილი არ არის.

საქართველოს რეგიონებში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან დამოუკიდებელი კომისიების წევრთა შერჩევის მიზნით, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე სასულიერო პირებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გივი მიქანაძე და სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ღურწკაია.

მიქანაძის თქმით, მომავალ კვირას კომისიებისათვის შერჩეულ კანდიდატურებს იუსტიციის მინისტრი საზოგადოებას პირადად წარუდგენს.

ახალი ამბები