კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილმა დევნილებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს

9 დეკემბერი, 2005

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილმა დევნილებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს

თბილისი.08.12.05.მედიანიუსი. სახელმწიფო კანცელარიის წინ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროებში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით‚ მათი მდგომარეობა უმძიმესია და ელექტროენერგია 4 300-ლარიანი დავალიანების გამო გაეთიშათ. თუ ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს, საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური გახდება.

როგორც “მედიანიუსს” თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დავალიანების მქონე ობიექტებს ელექტროენერგიის მიწოდება‚ მხოლოდ მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის შემდეგ აღუდგებათ.

“თელასის” ინფორმაციით‚ 2005 წლის ნოემბერის მონაცემებით‚ 200-მდე სასტუმროს‚ საერთო საცხოვრებელს და სამედიცინო დაწესებულებას, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის დავალიანების სახით 450 ათასი ლარი დაუგროვდათ.

“განსაკუთრებით დიდი დავალიანება აქვთ თბილისის პირველ‚ მეოთხე და ცენტრალურ საავადმყოფოებში‚ ტურბაზებში _ “ოქროს საწმისი”‚ “ქართლი” და სხვა ობიექტებში განსახლებულ დევნილებს”‚ - აცხადებენ “თელასში”.

ფინანსთა სამინისტროს მიერ დევნილებისთვის სახელმწიფო შეღავათების სახით გათვალისწინებული 600 ათასი ლარის დროულად გამოყოფის მიუხედავად‚ ამ შენობაში განსახლებული პირები  ელექტროენერგიას გადაჭარბებით მოიხმარენ და მისი საფასურის გადახდაზე უარს ამბობენ‚ რაც “თელასს” იძულებით ღონისძიებებისაკენ უბიძგებს.

ახალი ამბები