კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტრო კატეგორიულად პატიმარი ჟურნალისტის მიერ პირის ამოკერვის ფაქტს უარყოფს

13 დეკემბერი, 2005

იუსტიციის სამინისტრო კატეგორიულად პატიმარი ჟურნალისტის მიერ პირის ამოკერვის ფაქტს უარყოფს


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უარყოფს თბილისის ციხეში აზერბაიჯანული ეროვნების ჟურნალისტის, გაჯარ ჰუსეინოვის მიერ პირის ამოკერვისა და შიმშილობის დაწყების ფაქტს, რომლის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „აზერი-პრესი“იუწყება. „აზერი-პრესის“ 10 დეკემბრის ინფორმაცია, ჰუსეინოვის ოჯახის წევრთა განცხადებებს ეყრდნობა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი მაისურაძის ცნობით, ჰუსეინოვს, რომელიც მიმდინარე წლის 13 აგვისტოდან 7 ოქტომბრამდე ფილტვების ანთებით ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ამჟამად ნევროზი აწუხებს, თუმცა, ამის გამო საპყრობილედან ციხის საავადმყოფოში ვერ დააბრუნებენ.

„ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას უფრო მძიმე ავადმყოფები საჭიროებენ“, - აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

„აზერი-პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის დედამ ეთერ ჰუსეინოვამ განაცხადა, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ გაჯარ ჰუსეინოვს არ უქმნიან პირობებს სამედიცინო გამოკვლევისთვის.

თაღლითობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს მოქალაქე გაჯარ ჰუსეინოვი (მას ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა), თბილისში ადრე გამომავალი გაზეთის „ენი დიუშუნდჯას“ („ახალი აზრი“) ფოტო კორესპონდენტი იყო. გაზეთის მთავარი რედაქტორი, გაჯარ ჰუსეინოვის ძმა ნიაზ ჰუსეინოვი კი ამჟამად ბაქოში იმყოფება.

ნიაზ ჰუსეინოვმა „აზერი-პრესს“ განუცხადა, რომ თუ 16 დეკემბერს სასამართლო არ დააკმაყოფილებს სააპელაციო განცხადებას მისი ძმის გათავისუფლების შესახებ, მაშინ ის გამოაქვეყნებს ქართული კონტრდაზვერვის გეგმას „ეტაპობრივად საქართველოდან ზერბაიჯანელების განდევნის შესახებ“. ამავე დროს ჰუსეინოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს წინ შიმშილობის აქციის დაწყებასაც აპირებს.

media.ge

ახალი ამბები