კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტმა პროკურატურას პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თხოვნით მიმართა

13 დეკემბერი, 2005

ჟურნალისტმა პროკურატურას პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თხოვნით მიმართა


ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა 12 დეკემბერს ქუთაისის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომელშიც იმერეთში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის აკაკი ბობოხიძისა და მისი თანხმლები პირების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

1 დეკემბერს, ქუთაისის ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით, აკაკი ბობოხიძესა და ირაკლი იმნაიშვილს შორის გამართული ტელედებატების შემდეგ, ტელევიზიის შენობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ჟურნალისტს.

დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ იმნაიშვილს გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და მიღებული აქვს ტვინის შერყევა. დაზარალებული დღესაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

იმნაიშვილთან კონფლიქტის შემდეგ აკაკი ბობოხიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

media.ge

ახალი ამბები