კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მთავრობის ინიციატივას არ იზიარებს

14 დეკემბერი, 2005

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მთავრობის ინიციატივას არ იზიარებს

თბილისი.13.12.05.მედიანიუსი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი არ დაეთანხმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტის სამთავრობო ვარიანტის ერთ-ერთ მუხლს, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ პირი საჯარო სამსახურში კონკურსის წესით ინიშნება, მას მაინც ეძლევა გამოსაცდელი ვადა. აღნიშნული კანონპროექტი დღეს კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ჟვანიამ წარუდგინა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ზემოხსენებული მუხლი არაობიექტურია.


"თუ პირმა კონკურსში გაიმარჯვა, ის აპრიორი, უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ყოველგვარი გამოსაცდელი ვადების გარეშე", - განაცხადა ხათუნა გობორიშვილმა.

მეორე კანონპროექტი, რომელიც ლაშა ჟვანიამ წარადგინა, საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების შვებულებას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, შვებულების ვადა 45 დღიდან 30 დღემდე უცირდებათ.

ფინანსთა სამინისტროს არგუმენტაციით, აღნიშნული ცვლილება აუცილებელია, რათა საჯარო სამსახურებმა გამართულად იმუშაოს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის აღნიშნულ მუხლს მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები