კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონებში შესაძლოა პედაგოგთა გაფიცვები დაიწყოს

15 დეკემბერი, 2005

რეგიონებში შესაძლოა პედაგოგთა გაფიცვები დაიწყოს

თბილისი.14.12.05.მედიანიუსი. დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ პედაგოგებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ იყო ორგანიზებული.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 1500-მდე პედაგოგი, თავდაპირველად, ფილარმონიასთან შეიკრიბა, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

მასწავლებლები ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებენ. მათ შორის უმთავრესი სკოლებისთვის  გამოყოფილი ვაუჩერის თანხის გაზრდაა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქალაქებში ერთ მოსწავლეზე 220, სოფლებში კი 397 ლარია გამოყოფილი. ვაუჩერით გათვალისწინებული ეს თანხა სკოლის ყველა საჭიროებას უნდა მოხმარდეს. თუმცა, როგორც პედაგოგებმა დღევანდელ აქციაზე განაცხადეს, ეს თანხა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სკოლებმა ნორმალური ფუნციონირება გააგრძელონ. მათი თქმით, ეს თანხა არ იძლევა საშუალებას, მასწავლებლებს ღირსეული ხელფასი და პენსია ჰქონდეთ, სკოლაში შეიქმნას ხარისხიანი განათლების მიღების პირობები.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი რეგიონებში გაფიცვებს დაიწყებენ.


 

ახალი ამბები