კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწისძვრით დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

16 დეკემბერი, 2005

მიწისძვრით დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.16.12.05.მედიანიუსი. თბილისის მერიის შენობის წინ მიწისძვრით დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვენ და დედაქალაქის 2006 წლის ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებენ.

მიწისძვრით დაზარალებულთა აქციას დღეს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის "ახალი მემარჯვენეების" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"ხელისუფლებამ დედაქალაქის ავარიული საცხოვრებელი ბინების პრობლემა დაივიწყა. დღეს თბილისის მოსახლეობის 25 პროცენტი ავარიულ სახლებში, დაღუპვის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს. 2006 წლის არც საქართველოს და არც თბილისის ბიუჯეტში ავარიულ და მიწისძვრით დაზიანებულ სახლებზე არც ერთი თეთრი არ არის გამოყოფილი‚" - განაცხადა აქციაზე ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა გიორგი მოსიძემ.

ახალი ამბები