კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ანგარიშით წარსდგა

16 დეკემბერი, 2005

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ანგარიშით წარსდგა

თბილისი.15.12.05.მედიანიუსი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ანგარიშით წარსდგა.

სუბარის თქმით, 2005 წელს საქართველოში კვლავ დაფიქსირდა რელიგიური ნიშნით ადამიანთა შევიწროვების ფაქტები. კერძოდ, ავიწროვებენ იეღოველებს‚ ბაბტისტებს და სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს. `მათ აყენებენ შეურაცხყოფას‚ არ აძლევენ ოფისებში შესვლის უფლებას და არ აძლევენ რემონტის გაკეთების საშუალებას. ერთ-ერთ რაიონში ბაბტისტებს ოფისის გასაღები წაართვეს და ამაში მონაწილეობდა ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ახმეტელის ძმა‚" - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ეთნიკურად ყველაზე შევიწროვებული ჯგუფი ბერძნები არიან. თუმცა‚ სუბარის თქმით, მათი  შევიწროვება პოლიტიკური ნიშნით არ ხდება.

მის ანგარიშში ერთ-ერთი საკითხი უპატრონო ბავშვების პრობლემა იყო.

"უპატრონო ბავშვების საკითხის მოსაგვარებლად არსებობს რამდენიმე პროექტი‚ რომელიც მათ ოჯახებში შესახლებას გულისხმობს. ეს გადაჭრის ძალიან ბევრ პრობლემას‚ რადგან უპატრონო ბავშვთა დიდი ნაწილი ეწევა კრიმინალურ საქმიანობას‚ ჩართულია პროსტიტუციაში და ბევრი მათგანი ნარკომანია. ასეთი კონტინგენტის ოჯახებში შეშვება კი ბუნებრივია‚ არავის  უნდა‚" - განაცხადა სოზარ სუბარმა კომიტეტის სხდომაზე.

სუბარის ანგარიშმა "მემარჯვენე ოპოზიციის" წარმომადგენლის, კოკა გუნცაძის უკმაყოფილება გამოიწვია. მისი თქმით‚ ქვეყანაში კვლავ არის ტაბუდადებული თემები, რომელზეც დღეს არავინ  საუბრობს. "სასამართლო პროკურატურის და ხელისუფლების დიქტატისაგან ვერ განთავისუფლდა. ვალერი გელაშვილი ქუჩაში სცემეს. ამას ვანო მერაბიშვილის უწყების მეტი ვერავინ გაბედავდა‚" - განაცხადა გუნცაძემ კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, სოზარ სუბარის ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ‚ თუ რა ხდება მასმედიაში. დღეს მედიამფლობელები ჩუმად არიან‚ ისინი ისევე არიან შეშინებულნი‚ როგორც მეწარმეები.

ახალი ამბები