კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რაიონული გაზეთების ბედი ხელმომწერებზეა დამოკიდებული

21 დეკემბერი, 2005

რაიონული გაზეთების ბედი ხელმომწერებზეა დამოკიდებული

აჭარის რაიონული გაზეთები თვითდაფინანსებაზე გადადიან. მათთვის რაიონულ ბოუჯეტში მომდევნო წლისათვის თანხა გათვალისწინებული არ არის. რედაქტორები გაზეთის ხელმომწერის თანხით აპირებენ მუშაობის გაგრძელებას. „გაზეთის გამოცემა არ შეწყდება, შპს-დ დავრეგისტრირდებით და გაზეთის შემოსავლებით ვიარსებებთ“, - განაცხადა ქედის რაიონული გაზეთი „იმედის“ რედაქტორმა თამაზ აბულაძემ.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ზოგიერთ მათგანს პრობლემები ხვდება. ხელვაჩაურის რაიონის გაზეთ „კახაბერის“ რედაქტორის, რესან ზაქარაძის განცხადებით, გამგებელი როინ ბერიძე რაიონის ოფიციალურ სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს (ვინაობა მათივე უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება) სამსახურის დაკარგვით ემუქრება, თუკი გაზეთის ხელმომწერნი გახდებიან. „უფრო მეტიც, პრობლემები თვით დამფინანსებლებს, ადგილობრივ ბიზნესმენებსაც შეექმნათ, ვინც გაზეთის რამდენიმე ნომერი დააფინანსეს“, - განაცხადა ზაქარაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი აცხადებს: „მეც შემიძლია სხვა რაიმე დავაბრალო ადამიანს. აქვთ ამის მტკიცებულება? არ მაინტერესებს და მკითხველი არა ვარ მაგ გაზეთისა“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვაჟა დიასამიძის განცხადებით, „თუ რაიონის ხელმძღვანელობა საჭიროდ ჩათვლის გაზეთის დაფინანსება აუცილებელია, ეს მისი გადასაწყვეტია - რაიონის შემოსავლებიდან დააფინანსონ. ერთადერთი შენარჩუნდა გაზეთი „აჭარა“, რომელსაც დაფინანსება 50%-ით შეუმცირდება“.

მაკა მალაკმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები