კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგაზეთო პუბლიკაციის გამო გურიაში ჟურნალისტს ემუქრებოდნენ

27 დეკემბერი, 2005

საგაზეთო პუბლიკაციის გამო გურიაში ჟურნალისტს ემუქრებოდნენ

რეგიონული გაზეთის, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას საგაზეთო პუბლიკაციების გამო ტელეფონით უცნობი პირები ემუქრებოდნენ. მუქარის ზარები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტმა 8 დეკემბერს საგაზეთო სტატია „ახლადგარემონტებულ კინოთატრ „ოზურგეთში“ წყალიც ჩადის და არც შესაბამისი აპარატურაა“ გამოაქვეყნა. სტატია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება.

ნატო გოგელიას ინფორმაციით, გურიის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის თანაშემწემ ზვიად უნგიაძემ მას მოთხოვა აღარ დაეწერა ამ თემაზე სტატია და, სანაცვლოდ, იმაზე მეტის გადახდას შეპირდა, ვიდრე ჟურნალისტს ამ სტატიისთვის რედაქცია გადაუხდიდა.

ნატო გოგელიას განცხადებით, მუქარის ზარები მაშინ შეწყდა, როცა პრეზიდენტის რწმუნებულმა ალექსანდრე ცინცაძემ მას მხარდაჭერა აღუთქვა და სამართალდამცავებისგან ამ ფაქტის გამოძიება მოითხოვა. ოზურგეთის პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე საქმე აღძრა.

media.ge

ახალი ამბები