კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპყრობილეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

27 დეკემბერი, 2005

საპყრობილეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

ზუგდიდი.26.12.05.მედიანიუსი. ზუგდიდის #4-ე საპყრობილეში 35 წლის მსჯავრდებული, გერასიმე ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. როგორც "მედიანიუსს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ჯაჭვლიანმა დღეს დილით გონება დაკარგა. ჯერჯერობით მისი გარდაცვალების მიზეზები უცნობია. გარდაცვლილის გვამი ზუგდიდის საავადმყოფოს პროზექტურაში გადაასვენეს და ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამედიცინო დასკვნა ჯერჯერობით არ არის დაწერილი. მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზები სამედიცინო დასკვნის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისათვის: გერასიმე ჯაჭვლიანი 2005 წლის 17 ოქტომბერს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ 21 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის თანახმად, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები