კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა ქუთაისის ახალ ციხეში პატიმრები მოინახულა

27 დეკემბერი, 2005

სახალხო დამცველმა ქუთაისის ახალ ციხეში პატიმრები მოინახულა

თბილისი.26.12.05.მედიანიუსი. ქუთაისის ახალი საპყრობილე სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მოინახულა და პატიმრებს შეხვდა.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინათ ციხეში ატეხილ ხმაურს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 12 დაშავებული ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო რამდენიმე მსუბუქად დაზარალებული საკნებში იმყოფებიან.

„ციხის შიდა საავადმყოფოში 12 პატიმარი იმყოფება. თუმცა მათ დაზიანებები ძირითადად დაჟეჟილობებია; იქ სადაც, ადამიანი გარდაიცვალა, ცხადია გამოძიება აუცილებელია. უნდა გაირკვეს, რამდენად ადეკვატურად იყო ძალა გამოყენებული. როდესაც ჯანყი და წინააღმდეგობის გაწევა ხდება, ხელისუფლებას არა თუ უფლება აქვს, არამედ მოვალეც კია, ძალა გამოიყენოს“, _ განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქუთაისის ციხეში ჯანყი პატიმრების ახალ საპყრობილეში გადაყვანას მოჰყვა. ახალ შენობაში გადაყვანის დროს პატიმრებმა სპეცრაზმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

ამჟამად ქუთაისის ახალ საპყრობილეში სიმშვიდეა.

 

ახალი ამბები