კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უზენაესი სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყდა

27 დეკემბერი, 2005

უზენაესი სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყდა

თბილისი.26.12.05.მედიანიუსი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოთხ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით, უფლებამოსილება შეუწყდა. ეს მოსამართლეები არიან: ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, მურმან ისაევი და თამარ ვალიანი.

ამგვარი გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიამ წუხელ, ცხრასაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს დავით სულაქველიძეს კოლეგიამ შენიშვნა მისცა, საოლქო სასამართლოს მოსამართლეებს კი საყვედური გამოუცხადა.

იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგია სულ 18 მოსამართლის საქმეს იხილავდა. საბჭო მათ პროცესუალურ გადაცდომებსა და კანონდარღვევებში ადანაშაულებდა. დასჯილი მოსამართლეები საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას აპირებენ. ისინი ასევე აპირებენ, წერილობით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. საბოლოო გადაწყვეტილება კი პარლამენტმა  უნდა მიიღოს.

როგორც მოსამართლეთა ერთ-ერთი ადვოკატი ეკა ბესელია აცხადებს, უცნობია საბჭოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი. „გამოცხადდა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამ გადაწყვეტილებას კომენტარი აღარ სჭირდება“, _ ამბობს ეკა ბესელია.

ახალი ამბები