კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთების „აჭარის“ და „ადჟარიას“ ჟურნალისტებმა შესაძლოა დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ

29 დეკემბერი, 2005

გაზეთების „აჭარის“ და „ადჟარიას“ ჟურნალისტებმა შესაძლოა დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ

საჰონარარო სისტემაზე გადაყვანის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიაში გამომავალი სახელმწიფო გაზეთების „აჭარისა“ და „ადჟარიას“ (რუსულენოვანი) ჟურნალისტებმა შესაძლოა დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ საერთო რედაქციის ხელმძღვანელებს. ულტიმატუმი ჟურნალისტებმა 28 დეკემბერს, ორივე გაზეთის საერთო პრორფკავშირის შეკრებაზე წამოაყენეს.

გაზეთ „აჭარის“ ჟურნალისტის ირმა ცეცხლაძის თქმით, ამჟამად, ჟურნალისტებს ხელფასი დაახლოებით 400 ლარი აქვთ, საჰონარორო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში კი მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდება. ცეცხლაძის ინფორმაციით, შესაძლოა ჟურნალისტებმა რედაქციის ხელმძღვანელობის გადადგომაც მოითხოვონ.

ჟურნალისტების თქმით, ხელმძღვანელობა ცდილობს პროფესიონალი კადრების გაშვებას და მათ დილეტანტებით ჩანაცვლებას. გარდა ამისა, საყვედურები ისმის ცენზურაზე, და რეადქციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე. ორივე გაზეთის მთავარი რედაქტორის დავით ჩხარტიშვილის განცხადებით, რედაქციის რეორგანიზაციის მიზეზი აჭარის ბიუჯეტიდან გაზეთების დაფინანსების შემცირებაა.

ჩხარტიშვილის ინფორმაციით, 2006 წელს „აჭარა“ და „ადჟარია“, მთლიანობაში, 160 ათასი ლარით დაფინანსდება, წელს კი ეს თანხა 280 ათასი იყო. „ თანამშრომელთა რაოდენობა ორივე გაზეთში უნდა განახევრდეს - 30-მდე შემცირდეს, რომლებიც საჰონორარო სისტემაზე გადავლენ. „აჭარა“ და „ადჟარია“ ერთ შპს-შია გაერთიანებული, რომელშიც სახელმწიფოს წილი 100 პროცენტია.

ყოველდღიური „აჭარის“ ტირაჟი 1100 შეადგენს, „ადჟარიასი“ კი 500-ს.

 media.ge

ახალი ამბები