კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელენე თევდორაძე: ქსნის კოლონიაში პატიმრები კვლავ შიმშილობენ

30 დეკემბერი, 2005

ელენე თევდორაძე: ქსნის კოლონიაში პატიმრები კვლავ შიმშილობენ

თბილისი.29.12.05.მედიანიუსი. ქსნის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრები კვლავ შიმშილობენ. დღეს ტუსაღები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ მოინახულა.

თევდორაძის განცხადებით ქსნის კოლონიაში მყოფი 700 პატიმრიდან 650 შიმშილობს.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პატიმრებმა საჭმელი გადაყარეს და ამით სოლიდარობა გამოუცხადეს ქუთაისის ციხეში ნაცემ მსჯავრდებულებს. ამასთან, მოშიმშილეებიდან 20 პატიმარი მძიმე მდგომარეობაშია.

პარლამენტარის თქმით‚ პატიმართა შიმშილობა არ უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან და ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლის კანონს‚ რომელსაც პრეზიდენტმა დღეს უნდა მოაწეროს ხელი.

დღესვე ქსნის კოლონიაში მოშიმშილე პატიმრები ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა კოკა გუნცაძემ და ნაზი არონიამ მოინახულეს.

ახალი ამბები