კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხიზრი ალდამოვი: პანკისის ხეობიდან ჩეჩნები სამშობლოში არ ბრუნდებიან

9 იანვარი, 2006

ხიზრი ალდამოვი: პანკისის ხეობიდან ჩეჩნები სამშობლოში არ ბრუნდებიან

თბილისი.08.01.06.მედიანიუსი. ჩეჩნურ-ქისტური სათვისტომოს ხელმძღვანელი ხიზრი ალდამოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში მორიგი ფარსი ჩაატარა, როცა ნოემბერში ხეობიდან  70-მდე ჩეჩენი ლტოლვილი სამშობლოში დაბრუნების კამპანია წამოიწყო.

„პანკისის ხეობიდან სამშობლოში ჩეჩნები არ ბრუნდებიან და ის პირები, რომლებიც თითქოსდა სამშობლოში დაბრუნებულ ჩეჩნებად მოინათლნენ, რეალურად ითონყალეს რაიონში მცხოვრები ქისტები არიან. ისინი ისედაც ხშირად გადადიან და გადმოდიან ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარზე და ორივე მხარეს მათი ნათესაური ოჯახები სახლობენ. ისინი მუმდივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას იმიტომ თანხმდებიან, რომ რუსები დიდ კომპენსაციას და კარგ სოციალურ პირობებს სთავაზობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მათგანი ტყუვდება. მე ჯერ არ მინახავს ჩეჩნეთში დაბრუნებული პირი, რომელიც ყველანაირი სოციალური პირობით იყოს დაკმაყოფილებული“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ ხიზრი ალდამოვმა.

მისივე თქმით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, როცა იგი რუსების ამ ფარსში არ ერევა და განზე დგომას არჩევს. „თუმცა ხელისუფლებისთვის უკეთესი იქნება, თუკი თავის ტერიტორიაზე ასეთი სპექტაკლის დადგმას ხელს შეუშლის და ამ მიზნით ქვეყანაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შემოუშვებს“, _ აცხადებს ხიზრი ალდამოვი.

ცნობისთვის: ნოემბერში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს და ითონყალეს რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი საქმიანობის შედეგად პანკისის ხეობიდან ითონყალეს რაიონში 70-მდე ლტოლვილი დაბრუნდა, თუმცა მათგან უმრავლესობა ეროვნებით ქისტი იყო. საქართველოს ლტლოვილთა და განსახლების სამინისტრო, იმ მოტივით, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ ოფიციალურად ინფორმირებული არ იყო, აღნიშნულ პროცესში არ მონაწილეობდა.

ახალი ამბები