კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია კახეთში დევნილი მოსამართლეების მხარდასაჭერად

9 იანვარი, 2006

აქცია კახეთში დევნილი მოსამართლეების მხარდასაჭერად

კახეთის რეგიონის მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლებისგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გვენეტაძის, ტურავასა და ისაევის დევნა დღეს გურჯაანში გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით კახეთის რეგიონის მაჟორიტარებსაც მიმართეს. მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კი დეპუტატებს უნდობლობას საჯაროდ გამოუცხადებენ.

კახეთის რეგიონის მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ  მოსამართლეთა გასამართლება და გადაწყვეტილების მიღება შაბათ-კვირას, ღამის საათებში, დაცვის უფლების დარღვევით, წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ამ მეთოდით მოსამართლეთა დევნა და მათი სამაგალითო დასჯა მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დაშინებას და მოსამართლეებში მონური მორჩილების სინდრომის დამკვიდრებას“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„ვგმობთ სასამართლო ხელისუფლებაზე განხორციელებულ ზეწოლას, მხარს ვუჭერთ უკანონოდ დევნილ მოსამართლეებს და მოვითხოვთ: შეწყდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ნინო გვენეტაძის, მურმან ისაევის და მერაბ ტურავას დევნა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ფაქტობრივად ხელისუფლებას მონური მორჩილების მოსამართლეები ჰყავს. საზოგადოებამ ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დევნამდეც იცოდა, მაგრამ აქციებს არ ვმართავდით. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების იმედი საერთოდ არ უნდა გვქონდეს და სასამართლო ხელისუფლების ნოტარიუსად საბოლოოდ იქცევა. მარტივად რომ ვთქვათ, მოსამართლე რომელიც თუ გაბედავს ან შეცდება და ხელისუფლების საწინააღმდეგო, ობიექტურ გადაწეყვეტილებას მიიღებს, შესაძლოა გვენეტაძის, ტურავას და ისაევის მდგომარეობა მისთვის სანატრელიც აღმოჩნდეს“,- გვითხრა იურისტთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ ფხოველიშვილმა.

დღევანდელ აქციაზე, რომელსაც მოსახლეობა, სტუდენტები და რეგიონში მომუშავე ადვოკატებიც შეუერთდნენ, აქციის მონაწილეებმა კახეთის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს საკუთარი და ამომრჩევლების სახელით სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მიმართეს. „ჩვენი და ამომრჩევლების მიერ არჩეული დეპუტატებისგან მკაცრად მოვითხოვთ, აღნიშნულზე ხმის ამაღლებას. გვესმის რომ, ბევრი მათგანი მთავრობისა და ბოკერია, გვარამია, ნადირაძე, კალანდაძის აგრესიულ ქმედებებს შეიძლება წინ ვერ აღუდგეს, მაგრამ ისინი ვალდებულები არიან მოუსმინონ საკუთარ ამომრჩეველს და გაითვალისწინონ ჩვენი ნება. მოვუწოდებთ მათ დაიცვან კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მაჟორიტარებს, ამომრჩეველთა ინტერესების გაუთვალისწინებლობისა და უგულებელყოფისათვის, საჯაროდ გამოვუცხადოთ უნდობლობა“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის გურჯაანის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა.

მოსამართლეების მხარდამჭერი აქცია კახეთში მოქმედი 15 არასამთავრობო ორგანიზაციისა და რეგიონული მედია-საშუალებების ორგანიზებულია. 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები