კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა დამცველები გენპროკურატურასთან აქციას გამართავენ

10 იანვარი, 2006

ადამიანის უფლებათა დამცველები გენპროკურატურასთან აქციას გამართავენ

თბილისი.10.01.06.მედიანიუსი. ადამანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაცია გენერალური პროკურატურისგან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განვითარებულ პროცესებზე რეაგირებას ითხოვს.

ორგანიზაცია დღეს გენპროკურატურას წერილობით მიმართავს. “ორ კვირაზე მეტია, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პატიმარი შიმშილობს. არსებობს ინფორმაცია, რომ არიან ნაცემი და დაშავებული პატიმრებიც. სამწუხაროდ, პენიტენციარულ სისტემაში მიმდინარე მოვლენები არ არის გამჭვირვალე. არ ხორციელდება მათი მონიტორინგი. შესაბამისად, საზოგადოება არ ფლობს ობიექტურ ინფორმაციას ამ პროცესებზე”, _ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ წერილში.

ორგანიზაცია მოუწოდებს გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე მოვლენები. შესაბამის სამსახურებს მისცეს დავალება, შეისწავლონ პატიმართა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები და მათ სამართლებრივი შეფასება მიეცეს. დამნაშავეები კი კანონის ძალით დაისაჯონ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე მოვლებებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია და პატიმართა ადვოკატები გენერალურ პროკურატურასთან დღესვე აქციას გამართავენ.

ახალი ამბები