კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე რიგითის გვამი აღმოაჩინეს

10 იანვარი, 2006

სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე რიგითის გვამი აღმოაჩინეს

თბილისი.09.01.06.მედიანიუსი. ეროვნული სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე საყარაულო ჯიხურში ნაპოვნია რიგითის, აკაკი პარკაიას გვამი. როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აკაკი პარკაია სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე საყარაულო განწესში 8 იანვარს დილის 9 საათიდან იმყოფებოდა.

„განწესში მყოფი სხვა ჯარისკაცების განმარტებით, ტერიტორიაზე გასროლის ხმა 23.30 წუთზე გაისმა, რის შემდეგაც პარკაიას გვამი იქნა ნაპოვნი. წინასწრი მონაცემებით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას, რომელიც ჩადენილია საყარაულო განწესის დროს ჯარისკაცზე გაპიროვნებული იარაღით“, _ აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს.

ახალი ამბები