კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მე-5 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა

12 იანვარი, 2006

მე-5 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა

თბილისი.12.01.06.მედიანიუსი. წუხელ თბილისის მე-5 საპყრობილეში 43 წლის პატიმარი ვიტალი კოხარელი გარდაიცვალა. იგი თბილისში ბათუმის ციხიდან ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად იყო გადაყვანილი. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ‚ მას სათანადო გამოკვლევა არ ჩატარებია.

სახალხო დამცველს‚ სოზარ სუბარს‚ პატიმრის გარდაცვალების შესახებ თავად პატიმრებმა ტელეფონით შეატყობინეს. პატიმრების თქმით‚ გარდაცვლილს ეპილეფსია ჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, იგი შიმშილობდა კიდეც.

სოზარ სუბარის განცხადებით‚ მისი აპარატის წარმომადგენლები საპყრობილეში გუშინაც იმყოფებოდნენ, თუმცა კოხარელის შესახებ ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია. გარდაცვლილი პატიმრისათვის ექსპერტიზის ჩატარება დღეს იგეგმება. სწორედ ამის შემდეგ დადგინდება‚ თუ რა გახდა მისი დაღუპვის მიზეზი.

 

ახალი ამბები