კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აბიტურიენტის მშობლები სასამართლოში ჩივიან

12 იანვარი, 2006

აბიტურიენტის მშობლები სასამართლოში ჩივიან

თბილისი.10.01.06.მედიანიუსი. 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილე აბიტურიენტის ქეთევან ქიმერიძის მშობლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

როგორც სააგენტო “მედიანიუსს” აბიტურიენტის მშობელმა მაყვალა ბარბაქაძემ განუცხადა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის #657 ბრძანებით, რომლითაც უგრანტოდ დარჩენილ, ეროვნული გამოცდაჩაბარებულთა რეიტინგული სიის თავში მყოფ 55 სტუდენტს სახელმწიფო გრანტი მიენიჭა, ერთნაირი ქულების მქონე აბიტურიენტები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

საქმე ის არის, რომ, როგორც აბიტურიენტის მშობელი აცხადებს, უგრანტოდ დარჩენილთა რეიტინგული სიის დასაწყისში არიან 500.3, 500.2, 500.1 ქულის მქონე 50 აბიტურიენტი. რაც შეეხება მომდევნო, 500 ქულის მქონე 12 აბიტურიენტს, გრანტი საკმარისი მხოლოდ 5 მათგანზე იყო. განათლების სამინისტროს განსაზღვრული არ აქვს, რა კრიტერიუმით უნდა მომხდარიყო ერთნაირქულიანებს შორის გრანტის გადანაწილება, თუმცა, ასეთი შერჩევა მაინც მოხდა და გრანტიც გაიცა. 500 ქულიანი იყო, ასევე აბიტურიენტი ქეთევან ქიმერიძე, რომელიც გრანტის გარეშე დარჩა.

“როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის იურიდიულ დეპარტამენტში აცხადებენ, გამოცდაჩაბარებულთა რეიტინგულ სიაში ერთნაირქულიან აბიტურიენტებს შორის რიგითობა რაიმე ნიშნით არ დადგენილა და ისინი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყვნენ ჩაყენებული. #675 ბრძანებით, 500-ქულიანი აბიტურიენტების მხოლოდ ერთი ნაწილი დაფინანსდა, მეორე ნაწილი კი უსამართლოდ დაიჩაგრა”, - აცხადებს მაყვალა ბარბაქაძე.

მინისტრის სადავო ბრძანება ქეთევან ქიმერიძის მშობლებს მთავრობაში აქვთ გასაჩივრებული. მანამდე, 14 დეკემბერს, მათ განმარტებისთვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართეს, რომლისგანაც დღემდე პასუხი არ მიუღიათ. “საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტიდან ჩემი საჩივარი რეაგირებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნა. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ბრძანებას სასამართლოში გავასაჩივრებ”, - აცხადებს მაყვალა ბარბაქაძე.

ახალი ამბები