კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა რამიშვილის კარცერში კვამლი გაჩნდა

16 იანვარი, 2006

შალვა რამიშვილის კარცერში კვამლი გაჩნდა

თბილისი.15.01.06.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის ცნობით, თბილისის მე-5 საპყრობილის კარცერის ტერიტორიაზე, სადაც დაპატიმრებული ჟურნალისტი შალვა რამიშვილი იმყოფება, მხუთავი კვამლი გაჩნდა. “მხუთავი კვამლის გამო პატიმრებს, მათ შორის შალვა რამიშვილსაც, სუნთქვა უჭირდათ და მათ ციხის ადმინისტრაციის სწრაფი რეაგირება მოითხოვეს. ამჟამად ვარკვევთ დეტალებს, თუ რამ განაპირობა კარცერში კვამლის გაჩენა”, - განუცხადა “მედიანიუსს” ნანა კაკაბაძემ. 

მისივე თქმით, თუკი კვამლის გაჩენა შემთხვევითი ფაქტი იყო, მაშინ საპყრობილის ადმინისტრაციამ ამის გამომწვევი მიზეზები უნდა ახსნას. “ჯერჯერობით ადმინისტრაციის მხრიდან რატომღაც არავითარი განცხადება არ კეთდება”, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

 

ახალი ამბები