კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სექტემბრიდან პატიმრები სამოქალაქო საავადმყოფოში იმკურნალებენ

18 იანვარი, 2006

სექტემბრიდან პატიმრები სამოქალაქო საავადმყოფოში იმკურნალებენ

თბილისი.17.01.06.მედიანიუსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა დღეს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ხელი მოაწერეს ერთობლივ ბრძანებას, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო პუნქტები ეტაპობრივად გადავა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

ლადო ჭიპაშვილის თქმით, საპატიმროების სამედიცინო სამსახურების ერთი სამინისტროდან მეორეში გადაცემის პროცესი 2006 წლის 1 სექტემბრისათვის დასრულდება. ავადმყოფი პატიმრები იმკურნალებენ სამოქალაქო საავადმყოფოში, იმავე პირობებში, როგორშიც ჩვეულებრივი მოქალაქეები მკურნალობენ. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მხოლოდ მათ დაცვას უზრუნველყოფს.

გარდამავალ პერიოდში შეიქმნება ექიმთა კომისია, რომელსაც ერთობლივად გააკონტროლებენ იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები. ექიმთა კომისიას თავმჯდომარე უხელმძღვანელებს და იგი მიიღებს პატიმართა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას. კომისიაში 17 სპეციალობის 37 ექიმი შევა.

ახალი ამბები