კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტში სოზარ სუბარს სექტების დამცველი უწოდეს

20 იანვარი, 2006

პარლამენტში სოზარ სუბარს სექტების დამცველი უწოდეს

თბილისი.18.01.06.მედიანიუსი. დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ხათუნა გოგორიშვილი და რომან კუსიანი სახალხო დამცველს სოზარ სუბარს დაუპირისპირდნენ.

პარლამენტარების მტკიცებით, სახალხო დამცველის ანგარიშში რელიგიურ ნიაგადზე შევიწროების ფაქტები მხოლოდ ცალმხრივად არის გაშუქებული. ასევე დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია სუბარის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ქართველებს საქართველოს ტერიტორიაზე სადავო ეკლესიები არ აქვთ.


"თქვენს ანგარიშში მოყვანილ 15 ფაქტში აღნიშნულია, რომ გარკვეული სექტის წარმომადგენლებს, რომლებიც მოქალაქეებთან ოჯახებში მიდიოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თქვენ სახალხო დამცველი კი არა, სექტების დამცველი ხართ. საერთოდ, რა უფლება გაქვთ ისაუბროთ რელიგიურ საკითხებზე", - განუცხადა ომბუდსმენს რომან კუსიანმა.

ხათუნა გოგორიშვილმა კი აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ანაგარიშში ქართველი მოქალაქეების რელიგიურ ნიადაგზე შევიწროების ფაქტებზე არაფერია ნათქვამი. "თქვენ არაფერი გითქვამთ სამსარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც ქართველი სტუდენტები ჯოხებით სცემეს. ასევე არაფერი გითქვამთ იმის თაობაზე, რომ წალკაში ერთ-ერთ სომხურ სოფელში ქართული ეკლესია გადაღებეს. ასევე თქვენ თქვით, რომ თითქოს ქართველებისთვის ეკლესიები არ წაურთმევიათ და ჩვენ სადავო არაფერი გვაქვს", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ დეპუტატები მას "მამა ბასილისა და გურამ შარაძის ტონალობაში ესაუბრებიან". "სომხებთან სადავოა მხოლოდ ორი ეკლესია, ასევე გარკვეული პრეტენზიები აქვთ კათოლიკეების წარმომადგენლებსაც, მაგრამ ეს საკითხები ასეთ ტონალობაში განსახილველი არ არის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალი ამბები