კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრებს ტელევიზორის ყურებისა და ტელეფონით სარგებლობის პრობლემა არ ექნებათ

20 იანვარი, 2006

პატიმრებს ტელევიზორის ყურებისა და ტელეფონით სარგებლობის პრობლემა არ ექნებათ

თბილისი.17.01.06.მედიანიუსი. დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს შეხვდა.

როგორც "მედიანიუსს" თევდორაძემ განუცხადა, მათ პენიტენციარულ დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. `შეხვედრა ძალზე კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. მინისტრი დამეთანხმა,  რომ სანამ საქართველოში ახალი საპყრობილეები და კოლონიები აშენდება, მანამდე ძველ საპატიმროებში მყოფ ადამიანებს ელემენტარული პირობები მაინც უნდა შევუქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი ყველაფერს გააკეთებს, რათა საპატიმროებში მსჯავრდებულების უფლებების დარღვევა მინიმუმამდე შემცირდეს", - განაცხადა თევდორაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იუსტიციის მინისტრმა არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს საპატიმროებიდან მასობრივად ამოიღეს ტელევიზორები და ტელეფონები. "მინისტრი შემპირდა, რომ გადაამოწმებდა ინფორმაციას საპატიმროებიდან ტელევიზორების და ტელეფონების ამოღების თაობაზე. ის აგრეთვე შემპირდა, რომ პატიმრებს ტელევიზორის ყურებისა და ტელეფონით საუბრის პრობლემა არ ექნებათ", - ამბობს თევდორაძე.

ახალი ამბები