კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ჟურნალისტს ემუქრებიან

24 იანვარი, 2006

კახეთში ჟურნალისტს ემუქრებიან

თელავი.24.01.06.მედიანიუსი. საქართველოს მედია-კლუბის ინფორმაციით, კახეთის რეგიონული გაზეთის “სპექტრის” ჟურნალისტზე ზვიად რუაძეზე ზეწოლა და მუქარა ხორციელდება.

გაზეთ “სპექტრის” რედაქტორის მაია ყალაბეგაშვილის ცნობით, ზეწოლის მიზეზი გახდა გაზეთის 17-24 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია “სიღნაღის მთავარი გინეკოლოგი და პოლიკლინკა სკანდალში ეხვევა”.

სიღნაღის რაიონის სოფელ მაშრაანის მკვიდრის, რევაზ ყორღანაშვილის სახელზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებზე, რომლის მიხედვითაც, იგი ონკოლოგიური ავადმყოფია და ამის გამო პოლიკლინიკა მის სახელზე ნარკოტიკულ პრეპარატ “მორფიუმს” გასცემდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ რევაზ ყორღანაშვილის ოჯახის წევრები ამ ნივთიერების არალეგალურ რეალიზებას ეწეოდნენ. ჟურნალისტის ცნობით, ამ საქმეში იკვეთება სიღნაღის რაიონის მთავარი გინეკოლოგის, თამილა კახეთელიძის დანაშაულიც. ამის შესახებ პოლიციამ კომენტარი პირველად სწორედ გაზეთ “სპექტრის” საშუალებით გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას სამართალდაცავი სტრუქტურები ადასტურებენ და მიმდინარეობს გამოძიება, სტატიას რესპონდენტების მხრიდან არაერთაგვარი რეაქცია მოყვა. ხორციელდება ზეწოლა და მუქარა, როგორც ზვიად რუაძის, ისე რედაქციის მიმართ. მიზეზი, როგორც “სპექტრის” რედაქტორი გვატყობინებს, არის ერთადერთი: რატომ გახმაურდა ეს ფაქტი”,- ნათქვამია საქართველოს მედიაკლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედია-კლუბი მიმართავს კახეთის მხარის შესაბამის სტრუქტურებს, გაერკვნენ საქმის ვითარებაში და არ დაუშვან ჟურნალისტზე ან გაზეთის რედაქციაზე ფიზიკური და მორალური ზემოქმედება.

ახალი ამბები