კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიისა და პარტიების წარმომადგენლები გამომცემლობა “სამშობლოს” გაყიდვას აპროტესტებენ

25 იანვარი, 2006

 მედიისა და პარტიების წარმომადგენლები გამომცემლობა “სამშობლოს” გაყიდვას აპროტესტებენ

თბილისი.24.01.06.მედიანიუსი. დღეს გამომცემლობა “სამშობლოს” შენობაში განთავსებულმა მედიასაშუალებებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები “სამშობლოს” შენობის გაყიდვის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და უახლოეს მომავალში სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

გამაფრთხილებელი აქცია კოსტავას ქუჩაზე  2 საათს გაგრძელდა. გამომცემლობის შენობაში განთავსებულ მედიასაშუალებებთან ერთად აქციაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც მონაწილეობდნენ. “ხელისუფლების გადაწყვეტილება “სამშობლოს” აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ, უაკნონოა და ამ გადაწყვეტილების მიღმა კონკრეტული პირები და მათი ორგანიზაციები დგანან. ჩვენ მათ შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ ვფლობთ. თუმცა ის კი ცხადია, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან არიან შეკრულნი. ხელისუფლება მხოლოდ პირად ინტერესებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. ლეიბორისტული პარტია მხარს დაუჭერს თავისუფალ სიტყვას ქვეყანაში და საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მაღალკვალიფიციურ იურისტებსაც დავახმარებთ გამომცემლობის შენობში განთავსებულ ორგანიზაციებს”, _ განუცხადა “მედიანიუსს” აქციის მონაწილემ, ლეიბორისტული პარტიის წევრმა სოსო შატბერაშვილმა.

გამომცემლობა “სამშობლოს” შენობა 20 მლნ. აშშ დოლარად არის შეფასებული. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონი 3 მარტს შედგება.

ახალი ამბები