კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის ციხეში ბუნტი აღკვეთეს

30 იანვარი, 2006

 რუსთავის ციხეში ბუნტი აღკვეთეს

რუსთავი.30.01.06.მედიანიუსი. “რუსთავის პირველ კოლონიაში პატიმრებმა სერიოზული ბუნტის მოწყობა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ”, _ აცხადებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ლაპარაკია კოლონიაში დღეს გამთენიისას მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი თემურ ქოქაშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი დანაყოფის თანამშრომელი დაშავდნენ.

როგორც “მედიანიუსს” დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, კოლონიაში პატიმრების ჩხრეკა მიმდინარეობდა. პატიმრებს აკრძალული ნივთები აღმოაჩნდათ. პატიმრებმა მათი დამალვა სცადეს  და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. დაპირისპირების აღსაკვეთად კოლონიაში დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. ბუნტიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ლოკალიზებული.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და ჩხრეკის პროცესი მშვიდობიანად დასრულდა.

ახალი ამბები