კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ჟურნალისტებს დევნიან

1 თებერვალი, 2006

კახეთში ჟურნალისტებს დევნიან

31 იანვარს 15:30 სთ-ზე, თელავის რაიონის გამგეობაში მისული კახეთის რეგიონული გაზეთ „იმედის“ და „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ კორესპონდენტი გელა მთივლიშვილი რაიონის გამგებლის პირველმა მოადგილემ გია პაპუნაშვილმა სიტყვიერად შეურაცხყო და გამგებლის მისაღებიდან ძალის გამოყენებით გამოაგდო. „თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისთვის გოჩა მამაცაშვილისთვის საგაზეთო წერილისთვის კომენტარი უნდა ჩამომერთმია რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით. რაიონის გამგებლის მისაღებში, კარებთან შემხვედრმა ახალგაზრდა ქალბატონმა შიგნით არ შემიშვა. უფრო მეტიც, რაიონის გამგებლის პირველმა მოადგილემ გია პაპუნაშვილმა, სკამს ხელი წამოავლო დასარტყმელად“,- აცხადებს გელა მთივლიშვილი, რომელმაც მისაღები ოთახიდან გამოსვლა ძლივს მოასწრო. „გამოსვლისას ზურგში კარები მთელი ძალით მომხვდა. გია პაპუნაშვილმა ეს არ იკმარა, გამოვიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და იქ მდგომ არაოფიციალური დაცვის ბიჭებს უთხრა, დიქტოფონი წაერთმიათ, თუმცა ვერ მოახერხეს“,- ამბობს დაზარალებული.

ინციდენტის გამო სამუშაო ოთახებიდან გამოსულ ხალხს, მათ შორის კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდანაც, არავის უცდია პაპუნაშვილის შეჩერება. „რაიონის გამგეობის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვინმე ფარნა მაყაშვილმა კი თავს ახალგაზრდა ბიჭები დამაყენა და საქმის გარჩევა სცადა. მითხრა, სანამ მის ნებართვას არ ავიღებდი, მისაღებში შესვლა არ შემეძლო. აქ ასეთი პირობებია და უნდა დაემორჩილო, თუ არადა ეს ბიჭები მოგივლიანო“,- აღნიშნავს მთივლიშვილი და ამატებს: „პაპუნაშვილი გაზეთ „იმედში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზეა გამწარებული, სადაც მას პედაგოგი არაკანონიერ ქმედებაში, ხოლო მოქალაქეები უდიერად მოპყრობაში ამხელენ“. მისივე თქმით, კახეთში ჟურნალისტებს დევნიან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ადარდებთ ადამიანის უფლებები, რადგან არცერთ მსგავს ფაქტზე შეურაცხმყოფელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

მთივლიშვილი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გია პაპუნაშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, მთივლიშვილს თავს დაესხნენ, ორჯერ საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქეს. დღემდე არც ერთ ამ ფაქტზე არ არის დამთავრებული გამოძიება.

ახალი ამბები