კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მოსამართლეები უსამართლო დევნაზე ალაპარაკდნენ

1 თებერვალი, 2006

გორის მოსამართლეები უსამართლო დევნაზე ალაპარაკდნენ

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გორის მოსამართლე გოჩა გოჩიტაშვილის მიმართ დისციპლინური დევნა აღძრა და საქმეების განხილვისგან მისი ჩამოცილების გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის საბჭო ასევე შეეხო გორის სასამართლოს თავმჯდომარე ბონდო ვათიაშვილსაც. მას იუსტიციის საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში გორის სასამართლოს თავმჯდომარე ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები უკანონოა და აპირებენ მის გასაჩივრებას იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიაში.

გავრცელებული ცნობით, იუსტიციის საბჭოში გორის კიდევ ერთი მოსამართლის გიორგი მიროტაძის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები