კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები ხელისუფლების წარმომადგენლებს კანონის თვითნებურ შეცვლაში ადანაშაულებენ

3 თებერვალი, 2006

არასამთავრობოები ხელისუფლების წარმომადგენლებს კანონის თვითნებურ შეცვლაში ადანაშაულებენ

თბილისი.02.02.06.მედიანიუსი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" პარლამენტის მიერ მიღებული კანონის "თვითნებური შეცვლის" გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ლაპარაკია 2005 წლის 24 ნოემბერს განხილულ კანონპროექტზე "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ".

პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. როგორც არასამთავრობოები ამტკიცებენ‚ პრეზიდენტმა ხელი კანონპროექტის შეცვლილ ვერსიას მოაწერა. გარკვეული პირების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თვითნებური შეცვლა სისხლის სამართლის დანაშაული _ სამსახურებრივი სიყალბეა. "ამ ქმედებით საქართველოს კანონი გაყალბდა. მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს‚ რათა გამოძიებულ იქნას ეს დანაშაული და პასუხისგებაში მიეცეს ყველა შესაბამისი პირი. ამასთანავე‚ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს‚ რათა მან მიიღოს ქმედითი ზომები ასეთი პრაქტიკის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად‚" _ განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ‚ ანა დოლიძემ.

არასამთავრობოები კანონის თვითნებურად შეცვლას ე.წ. დევნილ მოსამართლეების საქმეთა განხილვას უკავშირებენ.  "პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით‚ დისციპლინური დევნის ქვეშ მყოფი მოსამართლეების უფლებრივი მდგომარეობა უმჯობესდებოდა. რეალურად‚ უქმდებოდა იუსტიციის სადისციპლინო საბჭო და მათი საქმის განხილვის უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას ეძლეოდა‚" _ აღნიშნა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ.

ამდენად‚ არასამთავრობოები ვარაუდობენ‚ რომ კანონპროექტის უკანონო შეცვლა წინასწარ განზრახული ქმედებაა.

ახალი ამბები