კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტები სახალხო დამცველს მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას თხოვენ

3 თებერვალი, 2006

 შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტები სახალხო დამცველს მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას თხოვენ

შიდა ქართლის მედია საშუალებების ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს სოზარ სუბარს მიმართეს თხოვნით, მოახდინოს რეაგირება მათი შევიწროებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის  მხრიდან  მედია საშუალებებზე მკაცრი  ცენზურის დაწესების მცდელობის ფაქტებზე.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში განაცხადეს, ჟურნალისტების მიმართვაში აღნიშნულია, რომ ისინი განიცდიან ზეწოლას შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პრეს-სამსახურის თანამშრომლების მხრიდან.
„ჟურნალისტებს მოჰყავთ რამდენიმე ფაქტი, როდესაც სამხარეო ადმინისტრაცია არღვევდა მედიის უფლებებს, არ გასცემდა საჯარო ინფორმაციებს და  რეგიონის რწმუნებულ მიხეილ ქარელისა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების  ფოტოების გამოქვეყნებაზე კონტროლის დაწესებას ცდილობდა“.

ჟურნალისტების უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აპირებს შიდა ქართლში გამგზავრებას და  მიმართვის ავტორებთან შეხვედრას, სუბარი  სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

media.ge

ახალი ამბები