კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეფაქტო აფხაზეთში საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებს აკავებენ

6 თებერვალი, 2006

დეფაქტო აფხაზეთში საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებს აკავებენ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე. წ. დაბალი ზონის სოფლებში აფხაზური მილიცია რეიდს აწარმოებს. მათი განცხადებით, პროფილაქტიკური შემოწმებები საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების გამოვლენას, მათ კონტროლზე აყვანასა და მეპატრონეთა დადგენას ითვალისწინებს. ამ მოტივით, აფხაზი მილიციელები გალის რაიონის ქართულ სოფლებში - ფიჩორში, ოტობაიასა და ნაკარღალში მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში შედიან და ჩხრეკას აწარმოებენ. პირველ თებერვალს ფიჩორიდან მათ სამი ქართველი წაიყვანეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთის გ.რ.- ს განცხადებით, გალის მილიციაში მათი მანქანების ბოლოდროინდელი მარშრუტებით ინტერესდებოდნენ: „მე ავადმყოფი დედა მყავს და სამკურნალოდ ზუგდიდში ხშირად დამყავდა. ალბათ ეს აინტერესებდათ. ქართული ნომრები რომ გიყენია, არ იცი აფხაზეთში რომ ცხოვრობო. არ იცოდნენ, მანქანა ერთი კვირის წინ ზუგდიდში რომ გავყიდე. ცუდად არ გვექცეოდნენ, ჯარიმას გადაიხდითო, ეს იყო და ეს“.

მოსახლეობა კი ჩხრეკით უკმაყოფილოა. აცხადებენ, რომ ასეთი „რეიდები“ თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება და აფხაზები ქართულნომრიან მანქანებთან ერთად, ხშირად ხელს გაჭირვებით მიწეულ ჭირნახულსაც აყოლებენ. როგორც ირკვევა, აფხაზურმა მილიციამ ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე ექვსი ქართულნომრიანი მანქანა ჩამოართვა მოსახლეობას. ჩამორთმეული მანქანები გალში, აფხაზურ მილიციაშია  და მფლობელებს მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ დაუბრუნდება. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები აცხადებენ, რომ დაწესებულ ჯარიმას, რომელიც 500- დან 700 რუბლამდე (დაახლოებით 20 - 25 აშშ დოლარი) შეადგენს, უმეტეს შემთხვევაში ვერავინ იხდის. ქართველი მოსახლეობა აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზების შიშით ამ და სხვა უკანონობის გამო პროტესტს ვერ გამოთქვამს, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები კი ქართველი მოსახლეობის დაცვას ვერ ახერხებენ.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები