კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უნივერსიტეტში მოშიმშილეებს დენი გაუთიშეს და წყალმომარაგება შეუწყვიტეს

7 თებერვალი, 2006

უნივერსიტეტში მოშიმშილეებს დენი გაუთიშეს და წყალმომარაგება შეუწყვიტეს

თბილისი.07.02.06.მედიანიუსი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები შიმშილობის აქციას განაგრძობენ.

პროფესორ ნესტან კირთაძის ინიციატივით უნივერსიტეტში შიმშილობა გუშინ დაიწყეს. საპროტესტო აქციის მეორე დღეს პროფესორები - ნესტან კირთაძე, მურმან ტოგონიძე, დავით ქადაგიძე, დემურ ბახტაძე და უნივერსიტეტის ალტერნატიული სამეცნიერო საბჭოს წევრი ადა მარშანია რექტორატს  მორალურ და ფიზიკურ ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. „წუხელ უნივერსიტეტში მოშიმშილეებმა კოშმარული ღამე გავათენეთ. უნივერსიტეტის შენობის დაცვის უფროსი თამაზ წიკლაური რამდენჯერმე მოიჭრა ჩვენთან და პატრულისა და უშიშროების მუქარით, შენობის დაცლა მოითხოვა. როგორც ჩანს, რექტორატი მიდის პროვოკაციაზე. წუხელვე გამოგვირთეს ელექტროენერგია, შეგვიწყვიტეს გაზი და წყალმომარაგება. შიმშილისგან დაუძლურებული ადამიანები წუხელ მთელი ღამე ბნელ დერეფნებში მიდი-მოვდიოდით. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზე გაყინვა გველოდა“,  განუცხადა “მედიანიუსს” ნესტან კირთაძემ.

ახალი ამბები