კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის წარმომადგენლები საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ

10 თებერვალი, 2006

მედიის წარმომადგენლები საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ

გუშინ საქართველოს მედია-ცენტრში პრესის გამავრცელებელი სამსახურების ხელმძღვანელები‚ ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე საუბარი იმ პრობლემებს შეეხო‚ რომელიც 27 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა შექმნა. ცვლილებების მიხედვით, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებს დაეკისრათ სალარო აპარატების სავალდებულო გამოყენება, რასაც შედეგად ჯიხურების დახურვა მოჰყვა.

მასმედიაში მიაჩნიათ‚ რომ პრესის გავრცელებაზე დაწესებული შეზღუდვები‚ ჟურნალ-გაზეთებს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს. ამ აზრს იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
„ხელისუფლების რეალურ სამიზნეს თავისუფალი მედია წარმოადგენს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჟურნალისტებზე ზეწოლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. დეკემბრიდან საპატრულო პოლიცია სტელაჟებზე გაზეთების მოვაჭრეთა ტერორსაც ახდენს. ეს ყველაფერი კი თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება‚“ _ განაცხადა „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

გაზეთების რედაქტორები კანონში შეტანილ ცვლილებებს თავისუფალ მედიაზე თავდასხმად მიიჩნევენ. შეკრებილთა განცხადებით, საგაზეთო ჯიხურების დახურვის შემდეგ, გამოშვებული გაზეთების 50% ზე მეტის რეალიზება ვერ მოხერხდა, რაც საგრძნობ ზარალს წარმოადგენს რედაქციებისათვის.

ამ საკითხებზე სასაუბროდ პრესის გამავრცელებლები დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავენ, ისინი საკანონმდებლო შეღავათებს ითხოვენ. „პირებზე, რომლებიც დატარების წესით ავრცელებენ ჟურნალ-გაზეთებს ან სტელაჟებიდან და მაგიდებიდან ყიდიან პრესას, გათავისუფლებული არიან სალარო-აპარატების ხმარების ვალდებულებისგან, ამავე შეღავათს ვითხოვთ პრესის სარეალიზაციო ჯიხურებისთვისაც“,- აცხადებს შალვა ოქრუაშვილი პრესის გამავრცელებელი ორგანიზაცია „მაცნეს“ დირექტორი.
 
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამ საკითხზე ცვლილებები საგადასახადო კოდექსში არ შევა.

საგაზეთო ჯიხურები უკვე მესამე დღეა დაკეტილია, ხელისუფლება ჯიხურებში საკასო აპარატების დადგმას ითხოვს.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები