კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო პოლიციის უფროსი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს ემუქრება

15 თებერვალი, 2006

  სამხედრო პოლიციის  უფროსი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს ემუქრება

დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთას სამხედრო პოლიციის უფროსი ბონდო ქუცინაშვილი „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ წარმომადგენელს საბა წიწიკაშვილს ფიზიკური განადგურებით ემუქრება.

ბონდო ქუცინაშვილის გაღიზიანება გამოიწვია 2006 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ახალი ვერსიის“ ფურცლებზე საბა წიწიკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში -
„ხეობაში სამხედრო პოლიცია ძლიერდება“ - დაფიქსირებულმა ცნობებმა. კერძოდ, სტატიაში საუბარია, რომ თავდაცვის სამინისტრო და მისი სამხედრო პოლიციის უფროსი ალეკო სუხიტაშვილი დიდი ლიახვის ხეობაში ახალ სამხედრო პოლიციის შენობას აშენებს, ხოლო ადგილობრივ სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელად დანიშნულია ქურთას ყოფილი პოლიციის უფროსი ბონდო ქუცინაშვილი. „საერთოდ, ალეკო სუხიტაშვილის უწყებაში ყველა ის ყოფილი მაღალჩინოსანი ხვდება, რომლებსაც მანამდე მისი სამხარეო პოლიციის უფროსობის დროს მაღალი თანამდებობები ეკავათ და რომელთა მიერ ჩამოყალიბებულ სისტემას კონტრაბანდა და ნარკობიზნესი ერქვა შიდა ქართლში“-წერია გაზეთში.

13 თებერვალს საბა წიწიკაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა ბონდო ქუცინაშვილი და ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. როდესაც საბა წიწიკაშვილი  შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის პრეს ცენტრის ოთახში შევიდა, სწორედ იმ დროს დარეკა ბონდო ქუცინაშვილმა დაფარული ნომრით. ყვიროდა, რომ ჩაათრევდა მას ხეობაში, თავს მოაჭრიდა და ნაკუწებად აქცევდა. ტელეფონის გათიშვის შემდეგ კვლავ დარეკა. საბა წიწიკაშვილმა მეტი დამაჯერებლობისათვის ტელეფონი სამხარეო პოლიციის პრეს-სამსახურის უფროსს ეთერ სადაღაშვილს მიაწოდა და მან უპასუხა. სამხარეო პოლიციის პრესცენტრის უფროსსაც იგივეს უმეორებდა ბონდო ქუცინაშვილი. სადაღაშვილმა ხმაზეც იცნო ქუცინაშვილი, რადგან მანამდე ქუცინაშვილი შს სამმართველოს რიგებში მუშაობდა. ქუცინაშვილმა მესამედაც დარეკა წიწიკაშვილის ტელეფონზე, ამჯერად კი ტელეფონს იქვე მყოფ „ხალხის გაზეთის“ ჟურნალისტმა თამარ ოქრუაშვილმა უპასუხა და უთხრა, რომ ბონდო ქუცინაშვილი იცნო და მუქარის გამო პასუხს აგებდა. მას შემდეგ, რაც იცნეს, რომ იგი ხეობის სამხედრო პოლიციის უფროსი იყო, თქვა, რომ გადაეცით წიწიკაშვილს მსგავსი რამეები აღარ დაწეროსო.

„მაშინვე ვიცანი რომ ბონდო ქუცინაშვილი იყო, რადგან დარეკვისთანავე მითხრა - „დღეს რა დაგიწერია „ვერსიაში“... თავს მოგაჭრი, ჩამოგათრევ ხეობაში და ცოცხლად დაგმარხავ. ვინ არის კონტრაბანდისტი და ნარკობიზნესის მფარველიო?“ აშკარა იყო რომ მას გაზეთი არ ჰქონდა წაკითხული და ვიღაცის მიერ წაქეზებული იყო, რადგან მართლა არსად მიწერია, რომ ქუცინაშვილი კონტრაბანდისტია. დარწმუნებული ვარ, რომ ქუცინაშვილის აგრესია მისთვის სტატიის შინაარსის დამახინჯებული ფორმით მიწოდებამ გამოიწვია. მივმართავ სამხედრო პოლიციის უფროსს ალეკო სუხიტაშვილს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე“,- აცხადებს საბა წიწიკაშვილი.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები