ფოთელი მასწავლებლები გაიფიცნენ
ფოთი.16.02.06.მედიანიუსი. ქალაქ ფოთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ფოთის 15 სკოლის მასწავლებლები დეკემბრის თვის ხელფასს მოითხოვენ და თანხის მიღებამდე სასწავლო პროცესის აღდგენას არ აპირებენ.
"ჩვენ სურვილი არ გვაქვს ქუჩაში ვიდგეთ და სკოლაში მოსულ ბავშვებს გავუცდინოთ გაკვეთილები. მაგრამ ვიღაცას ნამდვილად არ სურს ჩვენ ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ‚" -განაცხადა აქციის მონაწილე პედაგოგმა როზა ადამიამ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ‚ რომ ფოთელი მასწავლებლები არა ხელფასს‚ არამედ სახელფასო დანამატს მოითხოვენ‚ რომელიც ფოთის საკრებულომ თვითნებურად დააწესა.