კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობისა და გიორგაძის ერთიანი პროვოკაცია თანასწორობის ინსტიტუტის წინააღმდეგ

16 თებერვალი, 2006

მთავრობისა და გიორგაძის ერთიანი პროვოკაცია თანასწორობის ინსტიტუტის წინააღმდეგ

15 თებერვალს 3-ის ნახევარზე, ინგოროყვას 5-ში, “თანასწორობის ინსტიტუტის” ოფისში დაგეგმილი იყო მცირე მასშტაბის აქცია, რომლის მიზანიც გაცხადებული იყო “თანასწორობის ინსტიტუტის” განცხადებაში, და გამოქვეყნდა გაზეთ “რეზონანსში”.

თანასწორობის ინსტიტუტი ითხოვს საერთაშორისო ტერორისტების ოფისების გახსნის ნაცვლად, ქვეყანაში შეიქმნას, უფრო ნორმალური პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დაცულ იქნას ადამიანის ელემენტარული უფლებები.  ამ მოთხოვნის წინააღმდეგ ტერორისტ გიორგაძის მიერ დაქირავებული რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა “თანასწორობის ინსტიტუტის” ოფისის წინ აქცია გამართა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ძალადობის პროვოცირების ფაქტს, რუსული აგენტურის მიერ დაქირავებული ადამიანების მხრიდან.

მაგრამ საბოლოოდ გიორგაძის პროვოკატორების მცდელობა კრახით დასრულდა. გიორგაძის პარტიის წევრების მეშვეობით განხორციელდა პროვოკაციის მცდელობა მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ.  “თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენლები არ აჰყვნენ პროვოკაციის მცდელობას და აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა, სადაც ნათლად იქნა გაცხადებული რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა დააღწიოს საბჭოთა სუკ-ის მეთოდებსა და რუსული დაზვერვის გავლენას მის საქმიანობაზე.
თანასწორობის ინსტიტუტი კვლავაც ითხოვს ხელისუფლებისაგან ტერორისტული ორგანიზაციების ოფიციალური ფუნქციონირების შეჩერებას და სინდისის პატიმრების: შალვა რამიშვილის, დავით კოხრეიძის და სხვების ციხიდან გამოშვებას.

თანასწორობის ინსტიტუტის პრეს ცენტრი

ახალი ამბები