კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელაველი მოვაჭრეები სალარო აპარატების დადგმას აპროტესტებენ და ქუჩაში გამოდიან

17 თებერვალი, 2006

თელაველი მოვაჭრეები სალარო აპარატების დადგმას აპროტესტებენ და ქუჩაში გამოდიან
  

16 თებერვალს თელაველმა მოვაჭრეებმა რაიონის გამგეობის შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი სალარო აპარატების დადგმას აპროტესტებდნენ და პრობლემის მოგვარებას რაიონის და რეგიონის ხელმძღვანელობისგან მოითხოვდნენ.

მოვაჭრეთა განცხადებები კატეგორიული და უკიდურესად ემოციური იყო. ნაირა გრძელიშვილი ხელისუფლების მიმართ საყვედურებს ხმამაღლა გამოხატავდა: “ჩვენ განვითარებადი ქვეყანაც არ ვართ. დილიდან საღამომდე გარეთ ვართ, რომ ოჯახში ერთი-ორი კაპიკი შევიტანოთ.… ამ მთავრობას უნდა, რომ შიშმშილით დახოცოს თავის მოქალაქეები...”
 
მიუხედავად რაიონის ხელმძღვანელობის მცდელობისა, მოვაჭრეებთან დიალოგი ვერ შედგა. საგადასახადო სამსახურის საგანგებოდ მოწვეული თანამშრომლის მოსმენა თელაველმა მოვაჭრეებმა არ ისურვეს: “ჩვენ აქ იმისთვის კი არ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გვითხრან სალარო აპარატების დადგმა აუცილებელიაო, ჩვენ სამართალი გვინდა ვიპოვოთ. ჩვენს შვილებსაც უნდათ ჩაცმაც, ჭამაც, განათლებაც და ნორმალური ცხოვრებაც.”
  
თელაველმა მოვაჭრეებმა პარლამენტში გასაგზავნი წერილი უკვე შეადგინეს. თელაველი მოვაჭრეები პროტესტს დღესაც აგრძელებენ, ხოლო მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები