კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეცოპერაციის შედეგებს აპროტესტებს

20 თებერვალი, 2006

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეცოპერაციის შედეგებს აპროტესტებს

თბილისი.17.02.06.მედიანიუსი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე ე.წ. სპეცოპერაციის დროს გიორგი თელიას ლიკვიდაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. “საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანის სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, 2006 წელს კი უკვე 4 ადამიანი იქნა ლიკვიდირებული. გასულ წელს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სპეცოპერაციებს”, - აცხადებენ ასოციაციაში.

“ადამიანის „ლიკვიდაცია“ დამნაშავეობასთან ბრძოლის უკიდურესი ზომაა. დაუშვებელია, ადამიანების ყოველგვარი წინასწარი გამოძიების და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დამნაშავედ ცნობა და მათი ლიკვიდაცია. სპეცოპერაციების ხშირ შემთხვევებში მსხვერპლით დამთავრება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ყალიბდება საშიში ტრადიცია, რომელსაც ხელს უწყობს მაღალჩინოსანთა წამახალისებელი გამოსვლები და დაუსჯელობის სინდრომი. სამართალდამცავების მიერ ადამიანთა მკვლელობის გახშირება აზრს უკარგავს სისხლის სამართლის ისეთ პოსტულატებს, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია და კანონიერების პრინციპი. შემაშფოთებელია ასევე საზოგადოებაში ტერმინ “ლიკვიდაციით” ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ჩანაცვლება”, - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება დამნაშავეებთან ბრძოლას, მაგრამ მიუღებლად მიიჩნევს პოლიციის მიერ ადამიანთა ლიკვიდაციას და მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, მოახდინოს რეაგირება თითოეულ ფაქტზე და ობიექტურად გამოიძიოს ადამიანთა ლიკვიდაციის გახშირებული ფაქტები.

ახალი ამბები