კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მედია კლუბის განცხადება

21 თებერვალი, 2006

საქართველოს მედია კლუბის განცხადება

17 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმერეთის მხარეში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, აკაკი ბობოხიძის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობაზე წარდგენის თაობაზე. როგორც ირკვევა, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.

მოგეხსენებათ, 2005 წლის 1 დეკემბერს ტელეკომპანია "რიონში" პრეზიდენტის რწმუნებულმა ბობოხიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს. 12 დეკემბერს იმნაიშვილმა ქუთაისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში ბობოხიძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რის საფუძველზეც 29 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

საქმეში დევს 3 და 8 დეკემბერს ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ადასტურებს. დაკითხულია მოწმეებიც, რომლებიც ბობოხიძის მიერ იმნაიშვილის ცემის ფაქტს ადასტურებენ, ამას არ უარყოფს თავად ყოფილი რწმუნებულიც.

ყოველივე ამის საფუძველზე, აკაკი ბობოხიძეს ბრალი უნდა წაყენებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით (სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება), რომელიც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, გამოძიება დღემდე თავს იკავებს ბობოხიძისთვის ბრალის წაყენებისგან. პროკურატურამ ხელახალი ექსპერტიზა დანიშნა. გამოძიება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქმე 125-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც სხეულის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის ფორმა ჯარიმა ან 2 თვემდე ტუსაღობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პიროვნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი არაფრად აგდებენ ამ ფაქტს და ბობოხიძეს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობაზე ნიშნავენ.

მიგვაჩნია, რომ ამით საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ცინიკურ დამოკიდებულებას ქართული მედიის, ჟურნალისტებისა და მთლიანად საზოგადოების მიმართ. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების შედეგია ის, რომ დღემე ჟურნალისტთა ფიზიკური შეურაცხყოფის, დაშინებისა თუ მუქარის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. ჩინოვნიკთა დაუსჯელობის განცდამ კი ამგვარი შემთხვევების მომრავლება გამოიწვია.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს, თავი შეიკავონ აკაკი ბობოხიძის თანამდებობაზე დანიშვნისგან, ვინაიდან ეს აღიქმება, როგორც არაპირდაპირი ჩარევა გამოძიების მსვლელობაში. ამასთან, ამგვარი პრეცედენტის დაშვება ხელისუფლების წარმომადგენლებში კიდევ უფრო გაამძაფრებს დაუსჯელობის განცდას, რაც უფრო მეტად დაამძიმებს როგორც მედიის, ისე მთლიანად საზოგადოების მდგომარეობას.

1. საქართველოს მედია-კლუბი
2. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
3. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
4. საქართველოს ჟურნალისტ ქალთა ასოციაცია
5. დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი
6. მედია სახლი
7. გაზეთი „კახეთის ხმა“
8. გაზეთი „სპექტრი“
9. „ახალი გაზეთი“
10. გაზეთი „ჩემი ხარაგაული“
11. ელისო ჩაფიძე - გაზეთი „რეზონანსი“
12. მალხაზ გაგუა - გაზეთი „რეზონანსი“
13. ნინო ჯაფარიძე - გაზეთი „ახალი ვერსია“
14. დალი ბჟალავა - გაზეთი „ხვალინდელი დღე“
15. მაია ყვირალაშვილი - ჟურნალისტი
16. თინიკო დვალიშვილი - ჟურნალისტი
17. ლიკა ჩახუნაშვილი
18. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
19. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
20. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
21. ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლა
22. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი
23. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
24. ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის
25. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი
26. თანასწორობის ინსტიტუტი
27. მოძრაობა სტუდენტური ალტერნატივა
28. გელა მთივლიშვილი - გაზეთი „იმედი“

ხელმოწერები გრძელდება

ახალი ამბები